თორნიკე ერისთავი-აკაკი წერეთელი(1-2 კარი) - 11 აპრილში 2010 - kembriji
სამშაბათი, 02.09.2014, 16:32
www.kembrij.tk შეიცანი სამყარო ჩვენთან ერთად
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ისტორია
გეოგრაფია
მეცნიერება
რელიგია
ტექნიკა
გამოჩენილი პიროვნებები
სასაცილო
ლიტერატურა
ამოუცნობი
სხვადასხვა
ფილმები
ელ. წიგნები
საჭირო პროგრამები
ინფო
Узнай свой IP адрес
მორბენალი სტრიქონი
ჩათი
200
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » თორნიკე ერისთავი-აკაკი წერეთელი(1-2 კარი)
22:26
თორნიკე ერისთავი-აკაკი წერეთელი(1-2 კარი)

თორნიკე ერისთავი

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა

და ან ცაზე ვარსკვლავები?

ვინ შეამკოს ღირსეულად

ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?

ვინ მოგვითხრას მათი საქმე,

უთვალავი, საგმირონი,

და ან მათზე გადმოსული

მადლი ღვთისა და მირონი?

ნაშთი ძველის დიდებისა

არ გამქრალა ჯერაც ყველა…

დღესაც მისის შარავანდით

ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!…

შვიდ სამთავროს მოგვაგონებს

მოელვარე ის შვიდფერი

და გვამღერებს: "არ მომკვდარა,

გაიღვიძებს ისევ ერი!”

ამ იმედით ფრთა შესხმული

ჩვენი გული სიამით სძგერს

და ოცნებაც ლაჟვარდ ფერად

წარმოგვიდგენს ქართლისა ერს,

წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის

ველოდებით შეხორცებას!

მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს

და ვეძლევით აღტაცებას.



კარი პირველი


I

მეფე დავითს, კურაპალატს,

ჰქონდა ერთხელ წვეულება:

მშვიდობის დროს ჩვენს მეფეებს

ჰქონიათ ეს ჩვეულება.

საქართველოს ყოველ კუთხით

მოეყარა თავი ერსა;

ილხენდენ და გაჰკიოდენ

ერთხმად "მრავალჟამიერსა”.

და მართლადაც რომ ჰშვენოდათ

მაშინ იმათ ეს მოლხენა,

რადგან იმ დროს გადმოსული

იყო ქართლზე მადლი ზენა:

გარე მტერი დათრგუნვილი

შუღლს მათ ვეღარ უბედავდა

და შინაგან მშვიდობასაც,

ვინ იყო, რომ ვერ ჰხედავდა?…

ამით გული უხაროდათ

ბატონს და ყმას, ყველას ერთად,

კაცსა კაცად აფასებდენ,

ადიდებდენ ღმერთსა ღმერთად;

საქმის დროზე მუშაობდენ,

უქმე-დღეზე მოილხენდენ,

მეფე ხალხს და ხალხი მეფეს

სიამესა გულს მოჰფენდენ.

მთვრალობა და "სადღეგრძელო”

სათვითოო არ იცოდენ;

ჩვენი ლხინი რომ ენახათ,

სირცხვილითაც დაიწვოდენ.

პირველ სმაზე ახსენებდენ

საქართველოს და უფალსა,

დღეგრძელობით თაყვანს სცემდენ

მეფესა და დედოფალსა;

ბოლოს გმირებს იგონებდენ,

მამულისთვის ომებში მკვდარს,

და მღვდელმთავრის კურთხევითა

ჰსვამდენ იმათ შესანდობარს…

სულ ამითი თავდებოდა

მაშინდელი სადღეგრძელო,

თუმცა მათში მეტი იყო

საქები და სასახელო.

ამგვარივე იყო იმ დღეს

ზომიერი ჭამა და სმა…

მოილხინეს, გაშაირდენ

და ერთმანეთს სტყორცნეს მათ ზმა.

ორაზროვან სიტყვებისა

გაიმართა გამოცანა…

ყველას მეფის ხუმარა სჯობს,

არვინ არის იმისთანა.

მაგრამ ბოლოს ორბელიძე

მოსწრებულად, გალექსულად

ცალფეხ ზმების საპასუხოდ

ეუბნება ორლესულად:

"მაღლით წვიმა მოდიოდა,

ნაბადმა ვერ დამფარაო,

დამასველა მან, თავიდან

ფეხებამდე მასხა რაო!”

ხუმარამ სთქვა: "გიჯობნია,

თითს მოვკაკვავ მორჩილადო,

მაგრამ ერთს-კი მოგახსენებ

მოწიწებით და ფრთხილადო:

ხუმარადაც ვარგებულხარ,

ვაჟკაცობით პირველიო,

მაგრამ ვერ იქმ თორნიკობას,

თუმც მის ადგილს სულ ელიო!”

აქ თორნიკეს ხსენებაზე

მეფე შეკრთა და ეს ბრძანა:

"სთქვი, ხუმარავ, თუ რას ნიშნავს

ეგე შენი გამოცანა?

რა არის, რომ დღეს ჩემ გვერდით

დიდ თორნიკეს ვერ ვხედავო?

მომიკვდა, თუ დასნეულდა?…

სთქვი! ტყუილს ნუ მიბედავო!”

მოახსენა: "არ მომკვდარა,

არც სენი რამ აწუხებსო,

მაგრამ ქვეყნის სამსახურზე

დღეიდან-კი ხელს იღებსო.

თვით ვერ ბედავს მოხსენებას,

მოციქულობს ვერცა სხვაო,

რადგანც უნდათ აიცილონ

თქვენი წყრომა და რისხვაო.

აწ გავბედე მოხსენება

ზმებითა და გადაკვრითო

და ნუ მრისხავ კადნიერსა,

გევედრები ცრემლის ღვრითო!”…

მეფემ ბრძანა: "არ გიწყრები,

გმადლობ, ვფიცავ ჩემსა მზესო,

მაგრამ ვნახავ ერისთავსა,

გამოვკითხავ მას მიზეზსო!”

სახლთუხუცესს დაუძახა:

"ხვალ თორნიკე მომგვარეთო,

მომინახეთ, სადაც იყოს,

შინ დაგიხვდესთ, თუ გარეთო!”

ეს ბრძანა და ზე წამოდგა,

ნადიმიცა მით გათავდა

და ხვალისთვის დაიბარა

სადარბაზოდ, ვინც იქ ჰყავდა.



II


გამართულია დარბაზი,

ერიც სამსჯავროდ შეყრილი…

წინ სდგას თორნიკე პირნათლად,

წარბიც არა აქვს შეხრილი.

თავი ჩაიგდო სამსჯავროდ,

მიჰყვა საერო ნებასა,

ჯერ ელის მისგან ბრალდებას

და მერე განჩინებასა.

აბრძანდა მეფე ბრალმდებლად,

ამას კანონი ითხოვდა,

და თაყვანი სცა კრებულსაც,

სანამდი სიტყვას იტყოდა.

თვალამღვრეულად შეხედა

თორნიკეს მრავალწლიანსა;

სიტყვები ყელში ეჩრება,

უმისოდ სიტყვაწყლიანსა.

ბრძანებს და მისსა სიტყვასა

ყურს უგდებს მთელი კრებული;

კრძალვით მოისმენს თორნიკეც,

სხვაგვარად ჩაფიქრებული.

ამბობს: "მბრუნავი ქვეყანა,

ვიცით, რომ ცვალებადია;

ვისაც მიინდობს, გასწირავს,

მისთვის მახე და ბადეა.

მოყვარეს გადაამტერებს,

მტერსა გაუხდის მოყვრადა,

დღევანდელს ლხენა-სიცილსა

ხვალ გადაუქცევს ოხვრადა.

კაცობრიობის დიდება

მას მიაჩნია ჩალადა

და შევუქმნივართ ჩვენ მხოლოდ

ამ სოფლის მაჩანჩალადა!…

შემცდარი არის, ვინც ჰფიქრობს

მედიდურ უეჭველობით!

ან ერთი რა ვართ ამ სოფლად

უსუსურ ჭიანჭველობით?

თუმცა ესე სჭრის გონება,

რომელიც უტყუარია,

მაგრამ ადამის სისხლმა კი

ჩვენი ცხოვრება არია.

გული, მეურჩე თავისა,

ცხოვრების წინამძღვარია

და ამის გამო ჩვენ საქმეს

და სიტყვას შუა ზღვარია!

ხშირად მონურად ვასრულებთ

დღეს, რაც რიგი და წესია,

და იმას ვიმკით კანონად,

რაც ძველ დროს დაუთესია!…

მეცა ადამის შვილი ვარ,

თქვენსავით შვილი ქართლისა,

თავდადებული ქვეყნისთვის,

მაძიებელი მართლისა.

მაგრამ მეფე ვარ დღეს თქვენი:

ხელთა მაქვს მეთაურობა!

საქმის დროს საქმე შემშვენის

და ხუმრობის დროს - ხუმრობა.

გუშინ რომ გული მილხენდა,

თქვენც ლხინად მყავდით წვეული;

და დღეს კი გიწვევთ სამსჯავროდ,

გულზედა სისხლმოთხეული.

ერთ კაცის ნდობა ძნელია,

გინდა გადიქცეს გონებად,

და შეუმცდარი ამ ქვეყნად

მეფეცა ნუ გეგონებათ!

ჩვენის წინაპრის გონებას

ადრევე გადუწყვეტია,

რომ სამსჯავროში ისა სჯობს,

მსაჯული რაც რომ მეტია!

და, აჰა, მეცა შეგყარეთ

სამსჯავროდ, როგორც წესია…

თქვენ ჰსაჯეთ და მე ავირჩევ,

რომელიც უკეთესია:

თორნიკე მხედართმთავარი,

თითქოს ხახვს გვაჭრის ყურზედა,

მოულოდნელად ხელს იღებს

საერო სამსახურზედა.

გვიწუნებს გმირი სარდლობას,

აპირებს მოსვენებასა;

არც დასდევს მეფის სურვილსა,

არც ითხოვს ხალხის ნებასა…

დიდ მამულიშვილს ურჩობა

ქვეყნის არ შეეფერება!

ვერ მივხვდი… მეტად მაკვირვებს

ამგვარი კადნიერება!

სწორედ აქვს რამე მიზეზი,

შესაწყნარ-პატივსადები,

თქვენგან არდასაფარავი,

საერთოდ გასაცხადები.

და უნდა გვითხრას სახალხოდ,

მისთვის მყავს მოწოდებული,

რომ არვინ დარჩეს ჩვენგანი

ხალხისგან ბრალდადებული.

თორემ, ხომ იცით, ქვეყანა

უბრალოდ დამძრახველია:

განაგონებით გადასწყვეტს,

რისიცა არმნახველია!”…

ეს სთქვა და ტახტზე დაბრძანდა

მეფურად მეფე სვიანი,

გვერდით მოუსხდენ მსაჯულად

მოხუც-ჭაღარათმიანნი.

მერე სხვებიცა ჩამოჰყვენ,

დასხდენ რიგრიგად ყველანი…

მდივანს მზადა აქვს ქაღალდი,

საწერ-კალამი, მელანი.

აქ ჩამოვარდა სიჩუმე,

პასუხს ელიან სარდლისას,

წრფელ სინიდისის მექონის

და მასთან სიტყვამართლისას.



III


ახოვანი, მშვენიერი,

თეთრწვერა და თეთრთმიანი,

წინ წამოდგა სასაუბროდ

მოწიწებით ტკბილხმიანი.

თაყვანი სცა პირველ მეფეს,

მერე კრებულს ორი მხრითა,

გულზე ჯვარად ხელებს იჭდობს,

თავდახრილი, ცრემლის ღვრითა.

წვერ-ულვაშზე მარგალიტებრ

ცრემლი ცრემლზე ეკიდება,

მწარის ოხვრით ვერ იქარვებს,

გულს რომ ცეცხლი ეკიდება…

უკვირს, რომ ამ სამსჯავროში

უმიზეზოდ ის ჩავარდა

და რომ მასზე გულს იყრიან

ისინი, ვინც მას უყვარდა.

გულნატკენად რომ უყურებს

სხვებს, თვითონაც გული სწყდება,

მაგრამ თავის პირადობა

აღარ ახსოვს, ავიწყდება.

და საერთო ნება-სურვილს

მორჩილებით აძლევს პასუხს

და თანდათან მისი სიტყვა

შეუპოვრად სჭექავს და ჰქუხს:

"ვფიცავ იმ პირველ მიზეზსა,

ყოველ მიზეზის მიზეზსო,

ვიფიცავ საქართველოსა

და მერე, მეფევ, თქვენს მზესო.

რომ მართალი ვარ იმაში,

რაზედაც ბრალს მდებთ თქვენაო!

დაბლა ეს გული მიმოწმებს

და მაღლა - ღმერთი ზენაო!

მართალი არის, დღეიდან

რომ ვტოვებ სამსახურსაო,

თუმც გული ჩემი ერთგული

ძველებურადვე ხურსაო.

თქვენ რომ გშორდებით, მით ვკარგავ

ხორციელ ნეტარებასო…

ვერ ჰხედავთ გულდაწყვეტილის

მოხუცის მდუღარებასო?

მაგრამ მივყვები საგანსა

აწ უფრო უდიდესსაო;

ის მარღვევინებს გაბედვით

ჩვენს ჩვეულებრივ წესსაო.

დრომ მოითხოვა აწ ჩემგან

სხვაგვარი სამსახურიო

და, რომ უარვყო, დავრჩები

ძველზედაც უმადურიო…

ეჰ, მეფევ! ბრალს რათ მადებდი

შენს ერთგულს, ფეხთა მტვერსაო,

რომ სამსჯავროში მაგდებდი

ვით ორგულს… ქვეყნის მტერსაო?

იძულებით ვარ აწ მთქმელი

ყოვლისფრის უნაკლულოდო,

რაც გულმა გადამიწყვიტა

მხოლოდ მე საიდუმლოდო!

თქვენი ნებაა!… მონა ვარ

მე თქვენის სურვილისაო!

სიტყვაა მხოლოდ წამალი

გულისთქმის, ურვილისაო!”

მოხუცმა ამ სიტყვების დროს

ცრემლები ღვარა მრავალი

და უნებურად დაიწყო

თვისი თავგადასავალი:



IV


"მწარ წარსულის მოგონებით

თქვენ წინ მთქმელი ვარ ამისა,

რომ მომსწრე ვარ საქართველოს

შავი დღის და ვარამისა…

ბევრს თქვენგანს ის არც-კი ახსოვს,

იქნებოდით მაშინ ბალღი,

მაგრამ მე-კი დღესაც გულზე

მაშინდელი მაზის დაღი!

ცამან რისხვით მოგვიქუხა,

საქართველოს ადგა ბუნდი,

მონავრულად გვესეოდა

ყოველის მხრით მტრისა გუნდი.

მოგვაწვენ და მოგვაზვირთდენ

ერთიანად ჩასანთქმელად…

რაც რომ მაშინ ჭირი ვნახეთ,

ძნელი არის აწ სათქმელად.

ეს პატარა საქართველო

ჯარასავით დატრიალდა,

გადიწერა რა პირჯვარი,

გაფოლადდა და გასალდა…

მოხუცი თუ ახალგაზრდა,

ერისკაცი თუ სამღვდელო,

ყველა ერთმხრივ მიიწევდა,

ერთი ჰქონდა ყველას ლელო!

სადღა იყო განსხვავება?

რის ბატონი? ან ვისი ყმა?

ყველა ერთად შეკავშირდა,

ერთი ჰქონდათ მათ გულისთქმა:

რომ გულწრფელად მოეხადათ

ქართლის შვილებს მათი ვალი

და სიკვდილით გამოეხსნათ

ჩვენი ქვეყნის მომავალი!

მამა-პაპის განთქმულ ფარ-ხმალს

უმატებდა შვილი ფასსა

იმითი, რომ ლომკაცურად

შეებმოდა ერთი ასსა.

"ჰკა მაგის” ხმა ყოველის მხრივ

მოისმოდა მტრის საზარი

და იმ გრგვინვას ბანს აძლევდა

საორკეცოდ მთა და ბარი.

სისხლით მორწყეს ტყე და ველი,

შეიღება წითლად მდელო;

აღდგომის კვერცხს დაემსგავსა

ჭირნახული საქართველო!

განახევრდა ქართველობა…

მაგრამ მტერს კი სძლიეს მათ ღვთით

და თამამად დაიძახეს:

"საქართველო აღსდგა მკვდრეთით!”

და მართლაც რომ გამოიხსნეს

განწირული, სულთამბრძოლი

და გადმოსცეს შვილიშვილთა,

მარგალიტი ვით ობოლი!

მხედართმთავარ-უხუცესად

იყო მაშინ იოვანე,

შემდეგში რომ ბერად შედგა,

დღეს ულუმბოს აქვს სავანე.

სანამ მტერი გარს გვეხვია,

მძვინვარებდა, ვითა ლომი,

გოლიათის შებმას ჰგავდა

მისი ბრძოლა, მისი ომი.

მტრისა ისრით გამხვრეტელი

ხმალს ულეწდა, ფარს უხევდა;

ხშირად მამა-პაპის სისხლზე

თავისასაც ზედ ანთხევდა…

ჯოჯოხეთის რისხვა იყო

მისი რისხვა, მისი ვნება;

სანამდის კი მტერს ჰხედავდა,

არ იცოდა მოსვენება.

მაგრამ, როცა საქართველო

ნახა გმირმა დამშვიდებით,

სხვა მაღალ მთას მიაშურა

გალობით და ღვთის დიდებით.

მან ფარ-ხმალი აიყარა,

მოურიდლად თვისის ნებით

და თავსაც ვერ იმართლებდა

ის ჩემსავით მხცოვანებით.

მხოლოდ უთხრა დარაზმულ ჯარს:

"უქმია აწ ფარ-ხმალიო!

აწ სხვა მმართებს სამსახური

და მიმიწევს სხვა ვალიო!”

დაგვლოცა და მისი ხმალი

გადამკიდა, მისგან რჩეულს;

თაყვანი ვეც მორჩილებით,

როგორც მამას, მეც კურთხეულს.

მითხრა: "თორნიკ! ჰა, შენ გქონდეს

სარდლობა და ჩემი ხმალი;

ვინძლო ღირსად აასრულო

მომავალში შენი ვალი!”…

ამ სიტყვებმა მომიმატეს

მე სიმხნე და ერთგულება,

გულმა იგრძნო ფოლადობა

და სულმაცა ამაღლება!

თუმცა ამგვარ დიდებისა

უღირსად თავს ვიგულებდი,

მაგრამ მაინც უნებურად

დღემდე ჩემს ვალს ვასრულებდი.

ავად იყო ის, თუ კარგად,

თქვენს ხელთ არის დაფასება:

მე არ მფერობს ჩემი თავის

არც გინება და არც ქება!

ვიტყვი მხოლოდ: ხმა ისმოდა

თქვენგან ჩემის პირველობის

და მე მხოლოდ ვთავკაცობდი,

შემწირველი დიდ მადლობის.

მეფისა და სამშობლოს წინ,

მართალია, მიძღვის ღვაწლი,

მაგრამ, მეფევ, სხვას დავუთმობ

აწ სამსახურს… სხვას დავაცლი!

იმიტომ რომ აღარა ვარ,

რაც ვიყავი ადრე… ძველად:

ჩემს სისუსტეს გული ჰგრძნობს და

გონება სწყვეტს უეჭველად!

მართალია, ეს ჭაღარა

სიყვარულს და სურვილს ვერ ჰკლავს,

მაგრამ ღონის წახმარება

აღარ ძალუძს მუხლსა და მკლავს!

ადრინდულად მუხლს არ მერჩის,

აღარ მიჭრის არცა თვალი…

და ვით შევძლო, მაშ, სარდლობა,

როცა ასტყდეს ბრძოლის ალი?

ვისაც ჰხედავ აქ, სუყველა

არის ჩემგან გამოზრდილი,

ათასჯერ და ათასგვარად

ბრძოლის ველზე გამოცდილი.

რაც მე ვიცი რაზმთა წყობა

და სამხედრო წესი სრული,

მაგათაც აქვსთ ჩემგანავე

ახსნილი და განსწავლული,

ჩემზე მეტიც შეუძლიათ,

უკეთ გაჰკვეთს მათი ხმალი,

და ჩემსავით სიბერითა

არ უმტყუნებთ ომში თვალი.

ბევრია, რომ ჩემზე უფრო

დღეს შეშვენის მას სარდლობა,

და რათ დახვდეს ღობე-ყორედ

იმათ ჩემი პირველობა?…

რომ ამხადო პირველობა,

მეფევ, შენ ეს არ შეგშვენის:

უმადურად ჩაითვლები…

გქონდეს რიდი ქვეყნის ენის!

და, რომ ჩემი წარსულითა

დღესაც კიდევ ვისარგებლო,

მოღალატე შევიქნები…

მეძულება მე სამშობლო!…

აი, მეფევ, თუ რათ ვბედავ

თქვენს წინაშე დღეს ურჩობას,

და სულ სხვა გზით მიმავალი

გილოცავ თქვენ გამარჯობას!…

იოანეს მივაშურებ…

შევუდგები მეც მის კვალსა

და, თქვენისვე ნებადართვით,

სხვას გადავცემ ამ ჩემს ხმალსა!”

ესა სთქვა და მისი ხმალი

ორბელიძეს გაუშვირა

და ამგვარმა მისმა სიტყვამ

გულში ბევრი აატირა…



V


ხმალზე უფრო ძლიერად სჭრის

პატარა და რბილი ენა,

გაჰკვეთს ხვანჯსა უგნურების…

მისი ტყვეა ხშირად სმენა.

ხან გონება გამოცდილი

მას მოიქნევს მრავალგვარად,

ხან, მფარავი ხვაშიადის,

გული აგებს გრძნობის ფარად.

დროზე უნდა მოხმარება,

მხმარებელიც გონიერი,

რომ ხან ნაღვლით გაილესოს,

ხან ძირტკბილით ენის წვერი…

თორნიკემაც ნაღველ-თაფლად

გრძნობა გულში ჩაიყენა

და სიმართლის ხელით მასში

ამოუწო მისი ენა.

მით მოხიბლა, როგორც მეფე,

ისე ყველა მსაჯულიცა

და იმათის თანხმობითა

სურვილი მან გაიმტკიცა…

ჩამობრძანდა მეფე ტახტით,

ვეღარაფრის ვერამთქმელი,

მივიდა და მოხუცებულს

გადახვია ძმურად ხელი.

უთხრა: "თორნიკ! როგორც მეფემ,

მოგისმინე საუბარი.

თანახმა ვარ, და აწ გეტყვი,

როგორც ძმა და მეგობარი,

რომ ჯერ კიდევ ქვეყნისათვის

საჭირო ხარ… დიდი მარგი, -

და უდროვოდ აგიღია

საიმქვეყნო საგზალ-ბარგი.

უცხო მხარეს გადაკარგვა,

ვფიცავ, შენი მიმძიმდება!

ნუთუ ჩვენი ქვეყნის ტაძრებს

არ აქვთ იგი ძალ-დიდება?”

მოახსენა: "ვიცი, მაგრამ

ქართლშივე რომ მიგულებენ

ჩემი გაზრდილ-ერთგულები,

რომ არ მნახონ ვერ გასძლებენ.

მეცა გული არ გამიძლებს,

ვერც მე დავთმობ იმათ ნახვას,

და ცოდვილ სულს ბევრს დავაკლებ:

გადავყვები სოფლის ზრახვას…

იქ კი არვინ მეყოლება

შემაცდენი, უცხო მხარეს,

დღე ყოველ და ყოველ წამსა

ცრემლებს დავღვრი მე მდუღარეს.

და ვითხოვ, რომ ღმერთმა, მეფევ,

გადიდოს და გადღეგრძელოს

და წყალობა არ მოაკლოს

ჩვენს პატარა საქართველოს!”



VI


ათონის მაღალ მთაზედა,

მთაწმინდად სახელდებულსა,

სადაცა უდაბნოებსა

და ტაძრებს წმინდად გებულსა

რიცხვი არა აქვსთ, იქ ლავრა,

დაუდებელი ფასისა,

ყველაზე პირველი არის

დიდისა ათანასისა.

გინდ დარი იყოს საამო,

გინდა ავდარი საზარი,

სამოთხის სადგურს გვაგონებს

მაღლობზე მდგომი ტაძარი.

ხან, ღრუბლით შემობურვილი,

გარშემო ირტყამს ელვასა

და გადაჰყურებს შორის ზღვის

ტალღების გროვა-ღელვასა;

ხან ისარივით სხივები

დილის მზის ეტყორცებიან,

თითქოს იმ საღმრთო ნათელსა

ნათლითა ეხორცებიან.

ხან ღამით მთვარე გავსილი,

თითქოს მიმსვლელი იქ ბინად,

თავზე ედგმება წმინდასა

წმინდა დიდებულ გვირგვინად.

და ვარსკვლავებიც იმავ დროს

დაჰფეთქენ, დასჭიკჭიკობენ

და ამ გალობით ძალთაძალს

ამაღლებულად ამკობენ.

წინ უძევს ბაღი ხეხილის,

ხელოვნად შენაკაზმისა,

და იქვე წყარო ჩუხჩუხებს

წმინდისა აიაზმისა.

მთა მწვანე ზეთისხილისა

და ყვავილები ველისა,

საკურთხად აღმომფშვენელნი

ბუნებით საკმეველისა,

ჰაერსა შეაზავებენ

სამკურნალოდ და მარგადა

და სასულდგმულოდ ცხოველთა

მიანიჭებენ ხარკადა!…

მეუდაბნოედ მიდიან

საქრისტიანოს ყოველ მხრით

და იქ იჩენენ სავანეს

სასოებით და ცრემლის ღვრით.

წიაღგახსნილი უდაბნო

უჩენს, ვინც მივა, ბინასა

და მორწმუნეთა იზიდავს,

ვით ანდამატი რკინასა.

აქვე მოსულა ულუმბოთ

იოვანეცა ქართველი

და მორჩილობის დროსავე

გასთქმია დიდი სახელი.

დღეს მოძღვარია ნეტარი

ბერისა მრავალ ასისა

და მეგობარი იმავ დროს

წინამძღვრის ათანასისა.

დიდი ხანია, სამშობლო

მან დაუტევა ნებითა,

მაგრამ გული-კი ისევე

უღელავს ხოლმე ვნებითა,

როდესაც მოაგონდება

მისი სამშობლო მამული

და, გატაცებულს ოცნებით,

არევით უცემს მას გული!…

და მაშინ სცდილობს მიეცეს

მარტოობასა შორს სადმე,

ბუნების ჭვრეტით გაერთოს

და გულს მიჰფინოს სიამე.



VII


ერთხელ დილას იოვანე

შემდგარიყო მაღალ სერზე

და ცრემლები ნეტარების

ეცემოდა სპეტაკ წვერზე.

ზღვა და ხმელი იმის თვალ წინ

იშლებოდა ედემურად

და სამოთხის სიამესა

გაემსჭვალა უნებურად…

დიდხანს, გრძნობამორეული,

ვეღარაფრის იყო მთქმელი,

მხოლოდ ნიშნად ნეტარების

მას აეპყრა მაღლა ხელი.

თითქოს მაშინ მას უნდოდა

ცა და ქვეყნის შემყარება,

რომ ამითი წუთიერი

გაგრძობოდა ნეტარება!…

ამ დროს მის წინ, ვით ჩვენება,

გამოცხადდა მგზავრი-მწირი;

დაემხო და თაყვანი სცა,

მოარიდა განზრახ პირი.

შეკრთა უცებ იოვანე

და უთხრა მას ბერძნულ ენით:

"ვინ ხარ, შვილო? ან რასა მთხოვ?

მიპასუხე გამოჩენით!”

- " შენსა ლოცვა-კურთხევასა! ”

მამაშვილურ-მეგობრულად

უპასუხა იოვანეს

მაშინ მწირმა ტკბილ-ქართულად.

ქართულ ლექსის გაგონებამ

იოვანე ააჩქარა,

ტანში რაღაც უნებურმა

ჟრუანტელმა დაუარა.

მივარდა და ხელი სტაცა,

ააყენა დაჩქარებით;

რომ შეხედა, უფრო შეკრთა,

მიაჩერდა გაშტერებით…

აკვირვებდა ულოდნელი

ჩვენება და სანახავი:

იმ გლახაკის სამოსელში

იცნო თორნიკ ერისთავი.



კარი მეორე


I


ვინ სვა ბოლომდე ამ სოფლის

სიტკბოებისა ფიალი?

ვის არ უნახავს მის ბედის

წაღმა-უკუღმა ტრიალი?…

ბერძნებსაც ჰქონდათ ერთი დრო…

საქვეყნოდ იყვენ ქებული,

სწავლით და მეცნიერებით

ბევრგვარად აყვავებული.

ცხოვრების კანონს უდებდენ

სხვადასხვა ქვეყნის ერებსა,

საუპატიოს ართმევდენ

მათზე ცუდმზრახველ მტერებსა.

ვინ იფიქრებდა იმ დროში

ამ ხალხის დამცირებასა

ისე, რომ მით მოღებოდა

ბოლო მათ ნეტარებასა?

ერთ ჭირსა, კარზე მიმდგარსა,

სხვაც ბევრი წაეკიდება!…

სხვადასხვა ჭირმა ბერძნების

დაცარა ძველი დიდება,

და არ თუ გარეშე მტერი,

შინაურებიც ჰბრიყვობენ:

ჰგლეჯენ მას ნაწილ-ნაწილად

და ერთმანეთში იყოფენ!

ბოლოს-კი ერთმა მათგანმა

სულ ერთად მოჰხვია ხელი:

ის იყო სპარსთა მმართველი,

სკლიაროს ერქვა სახელი.

თითქმის ბრუსამდე მოადგა,

ხმელეთით გზების შემკვრელი,

და კონსტანტინეს ქალაქის

არის აღების მსურველი.

წინ ვეღარავინ უდგება

მოჯანყის ძლიერებასა;

და ელის დედაქალაქიც

იმისგან აოხრებასა.

იჩაგვრის მცირეწლოვანი

კონსტანტინე და ბასილი,

დედამათს თეოფანიას

ჭმუნვით აქვს გული ავსილი.

დაღონდა პარაკიმემონ,

კარისკაცებში პირველი

და, ერთად დედოფალთანა,

ბიზანტიისა მმართველი.

დარბაისლებიც შეყრილან,

გადუწყვეტია ყველასა,

რომ თვითონ თავს ვერ იხსნიან,

და არც ელიან შველასა;

და უპირებენ ისევე

სკლიაროსს შევედრებასა,

რომ ნუ ინებებს ამ ქვეყნის

უწყალოდ აოხრებასა!…

მაგრამ წამოდგა ამა დროს

მოხუცი სევისტოფორი,

რომელსაც დარბაისლებში

არ ჰყავდა ჭკუით თანსწორი;

მით ყურადღება კრებულის

მიიპყრო ანაზდეულად

და მოჰყვა, რასაც ჰფიქრობდა,

მჭევრმეტყველებით ჩვეულად:



II


"ზეცა დაჰყურებს ქვეყანას

თვალითა ლმობიერითა;

გამოსცდის, გამოაბრძმედებს

ჭირითა მრავალფერითა.

და ამისათვის არ გვმართებს

წარკვეთა სასოებისა;

კუბოს კარამდე მძებნელი

ჩვენ უნდა ვიყოთ შვებისა.

გულგატეხილი ყოველი

მოღალატეა თავისა,

უარმყოფელი სჯულისა

მისივე საესავისა.

მაკვირვებს, დარბაისლებო,

დაცემა ჩვენი სულისა!

აბა, რა ვნახეთ ნიშანი

სამეფოს დასასრულისა?

როგორ დაანგრევს აწ ღმერთი

ქრისტიანობის ბუდესა

ისე, რომ საბოლოოდაც

აღარ აძლევდეს ზღუდესა?

თუ ბიზანტია აქამდე

სხვა ქვეყნებს სცემდა ნათელსა,

არ დავიჯერებ, რომ ახლა

თვითონ ჩავარდეს ის ბნელსა!…

ბევრი შესწირა მან მსხვერპლი

ქრისტიანობის სახელსა

და ვერ გასწირავს მას ღმერთი:

გამოუგზავნის დამხსნელსა!

მეტყვით: "სად არის? ვინ არის?

რომელი კუთხე ქვეყნისა,

რომ გვქონდეს მისგან იმედი

დახმარების და დახსნისა?”

თქვენც იცით, არის ქვეყანა,

მპყრობელი ქრისტეს სჯულისა,

საქვეყნოდ დამნახვებელი

ქვეყნიურ სასწაულისა,

მოყვრულად მოყვრის მიმღები,

მტრისა დამცემი ზარისა,

პირველ მეომრად ცნობილი

დღეს ქრისტეს წმინდა ჯვარისა.

საქართველოა ეს მხარე,

წილხვედრი ღვთისა დედისა!…

ჭირში მაგარსა არ უყვარს

სუსტად მოდრეკა ქედისა!…

ამ ქვეყნის მეფეს მივმართოთ,

დიდ დავითს კუროპალატსა,

და ის გადუხდის სკლიაროსს

ამ აჯანყება-ღალატსა!”

როგორც რომ ბნელსა ღამესა

მთვარე გამოჩნდეს უეცრად

და გაანათოს მიდამო

სხივების ფენით ვერცხლისფრად,

ისე ქართლისა ხსენებამ

გამოაფხიზლა კრებული

და აღუბეჭდა იმედით

მათ სახე შეწუხებული…

და მოახსენეს დედოფალს:

- "ერთხმად თანახმა ვხდებითო:

მიჰმართეთ ქართველ მეფესა

და ნუღა შესწუხდებითო!..

ისეთი წიგნი მისწერეთ,

რომ მით მოულბოთ გულიო,

და საკადრისიც გაგზავნეთ

იმასთან მოციქულიო,

რომ ჩვენის ქვეყნის ცოდნაში

ის იყოს უკეთესიო

და თანაც კარგად ესმოდეს

მას საქართველოს წესიო!”

ასე არჩიეს და ერთხმად

მიჰმართეს სევისტოფორსა,

მაგრამ ის ამგვარ არჩევანს

გულწრფელად იჭერდა შორსა,

რადგან მას ეგულებოდა

სხვა ვინმე საუკეთესო,

და შეევედრა კრებულსა:

- "გთხოვთ მომისმინოთ აწ ესო:

ათონის მთაზე ააგეს

ტაძარი ნათლისმცემლისა;

იქ ორი წმინდა ბერია,

მთხეველი წმინდა ცრემლისა.

ულუმბოსავე გაითქვა

მათი სიწმინდის სახელი;

არ ასვენებდენ: დღითიდღე

ემატებოდათ მნახველი;

მაშინ მიჰმართეს მთაწმინდას,

დააგდეს ძველი სავანე;

ერთია თორნიკ-ქართველი,

მეორე - დიდ-იოვანე.

ერისკაცობის დროსავე

ყოფილან სახელგანთქმულნი

და ჯერაც არ იქნებიან

მათ მხარეს დავიწყებულნი.

მოვიხმოთ ერთი მათგანი,

ვაკისროთ მოციქულობა,

რომ მეფეს სრულად გადასცეს

ეს ჩვენი ჭირნახულობა;

რომ თქვენსა ბრძნულსა წერილსა

სიტყვითაც ბევრი დაურთოს

და ქრისტეს ერის გამოხსნის

სურვილი გულში აუნთოს!…

მალე გავგზავნოთ, სიჩქარით,

რომ დღე და ღამე იაროს,

და მანამ, როგორც იქნება,

ჩვენ გავუმკლავდეთ სკლიაროსს!”

ეს რჩევა ერთხმად მიიღეს.

მთქმელსა სწირავდენ ქებასა

და მაშინათვე შეუდგენ

ამ საქმის ასრულებასა.



III


ხმა გავარდნილა მთელ ქართლში:

ჯარებს აგროვებს მეფეო

ბერძნების მისაშველებლად,

სიკეთე-მოიეფეო.

ათონით დაბრუნებული,

თორნიკე მოციქულობსო

და "ორივ ხელით იჭმება

ქადა, თუ გული გულობსო”…

დღეს გამოჩნდება, ვინც არის

ვაჟკაცი ჩვენთაგანიო!

ამაზე კარგი რად გინდა

ბურთი და მოედანიო?…

ისარ-კაპარჭი მომართეს,

ხმალს ჰლესენ, ფარსა ჰფერავენ;

მათთვის სამგზავროდ ქალები

ტანისამოსებს ჰკერავენ…

ჯოჯიკ-მთავარის თანხმობით

ეს უთქვამს გამრეკელსაო:

"თორნიკე თუ არ გვესარდლა,

ხმალს არ მოვკიდებთ ხელსაო!

წაგვიძღვეს ძველი არწივი,

ჩვენ მივყვეთ შევარდნულადო,

ფიცხელი ომი ავტეხოთ,

საქები ადრინდულადო!”

ხალხიც ამ აზრზე დამდგარა,

მასვე სთხოვს კუროპალატსა,

და, ვინც იურჩებს, იცოდეს,

მას შესწამებენ ღალატსა.

მაგრამ თვითონვე თორნიკე

გაკერპდა… რადგან ბერია,

ეს არჩევანი როგორღაც

მეტად შორს დაუჭერია.

თვითონ სარდლებიც მისულან

იმასთან მეფის თანხმობით

და უთხოვნიათ სარდლობა

ამხანაგობით და ძმობით.

მოხუციც ამის მნახველი

თუმცა-კი აღელვებულა,

მაგრამ შეუკრავს გრძნობები

და ისევ გასალებულა.

ორბელიძე და ჯოჯიკი

ორივე გააწბილაო

და გამრეკელსაც ეს უთხრა:

"ძმაო, ნუ მირჩევ ტყვილაო:

ვერ ავასრულებ თქვენს თხოვნას,

გულმკვდარი ვამბობ ვარსაო!

აწ ვეღარ გავცვლი ფარ-ხმალზე

ქრისტეს ხატსა და ჯვარსაო!

აღთქმას ნუ გამატეხინებთ,

ნუ მაქნევინებთ ავსაო!..

ეკლესიისგან შეკრული,

თვით ვერ ავიხსნი თავსაო…

და მღვდელმთავარი თუ ამხსნის,

იქნება მისი ნებაო,

მაშინ ეგ თქვენი სურვილი

ჩემს გულშიც აიგზნებაო!”…

არსენი იყო იმა დროს

ქართველთა კათალიკოსი,

პატივცემული ყველასგან,

ბრძენი და პიიტიკოსი.

გაბრძნილი საღმრთო მადლითა,

საეროდ გაბრწყინვებული,

მწიგნობართუხუცესობა

მას ჰქონდა მინიჭებული…

ოქროპირობდა მჭევრობით

ძლიერი მქადაგებელი

და მწვალებელთა მრავალთა

მზამეტყველ-პასუხმგებელი.

ამას მიჰმართეს საერთოდ,

ამისი ჰქონდათ იმედი,

რადგან თორნიკეს ვერავინ

შეაგონებდა მის მეტი.



IV


- "შედი, მარტოა კათალიკოსი,

ნუ ეგულები იქ დიდ კრებასა,

ჩვეულებრივად ცრემლით მლოცველი,

ეძლევა საღმრთო ნეტარებასა.

ნაბრძანები მაქვს, სხვა არ მივიღო:

მარტო შენთან ჰსურს დღეს საუბარი!”

ეს უთხრა ერთ ბერს სახლთუხუცესმა

და შესავალი უჩვენა კარი.

შევიდა ბერი ფეხაკრეფილი,

მორჩილებითა და დიდის კრძალვით;

იქ დახვდა არსენ ტახტზე მჯდომარე,

გატაცებული ფიქრით და ხალვით.

პირველ შესვლაზე ვერ დაინახა

კრძალვით მისული მასთან სტუმარი.

ბოლოს შენიშნა… აკურთხა მაღლით

და გადასახა ხელგაშლით ჯვარი…

წინ წადგა ბერი. ჯერ უამბორა.

ფერდაკარგულსა გული უძგერდა,

მერე ჩამოდგა და შორიახლოს

ის თავდახრილი კრძალვით გაჩერდა.

კათალიკოსმა შეჰხედა მაშინ

ლმობიერებით და გაიცინა.

- "დიდაარს მხოლოდ ღმერთი-უფალი

აქ, ქვეყანაზე, და ცათა შინა!…

რისთვის მეკრძალვი? მომიახლოვდი,

დამიჯექ გვერდით, ვით მეგობარი.

დღეს ისევე მსურს შენთან განვაგრძო,

ადრე რომ გვქონდა, ის საუბარი.

შენზე არა სჭრის სხვისი სურვილი,

არცა ვედრება და არც მუქარა,

მაგრამ შენთავად რა გადასწყვიტე?

ასრულებ ქვეყნის წადილს თუ არა?”

- "არ შემიძლია, ყოვლადსამღვდელოვ!

ვერ ვუღალატებ მაღალ მცნებასა

და ვერ უარვყოფ მსოფლიო კრების

დაკანონებულს სურვილს, ნებასა!..

რაკი ერთხელვე ესე სოფელი

დავივიწყე და უარი ვყავი,

ვერ გავტეხ აღთქმას!… ზეცას ეკუთვნის

ცოდვილი სული და ჩემი თავი.

მღვდელმონაზონსა საიქიოსკენ

უნდა ეჭიროს ყოველთვის თვალი!…

აღარ შემშვენის, რომ ხელმეორედ

სისხლით შევღებო ჩემი ფარ-ხმალი!…

ღმერთმა ხომ იცის, რომ მთაწმინდიდან

არ მდომებია ფეხის გადმოდგმა!

შვიდ დღეს მირჩევდენ წმინდა მამები

და ვერ შესცვალეს ჩემი გულისთქმა.

თვით წინამძღვარი და იოვანეც

ამაოდ დაშვრენ: ვიდეგ უარზე,

სანამ ბრძანებით, როგორც მორჩილი,

არ გამაგზავნეს სასახლის კარზე.

იქ დედოფალი დარბაისლებით

ვნახე სულ ერთად შეწუხებული:

საქრისტიანო სკლიაროსისგან

წაბილწული და აოხრებული.

მხოლოდ-ღა ქართლზე მათ დარჩენიათ

ერთი ნუგეში… ერთი იმედი!…<

კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 2365 | დაამატა: komandori | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 4
4 levani888   (16.03.2011 21:14)
tornikes agwera ra molodins gviqmniis?

3 levani   (16.03.2011 21:13)
mipasuxeebt?

2 levani   (16.03.2011 21:12)
kitxva maqvs amaastan dakavshirebiit

1 ninuca_98   (16.02.2011 19:37)
yvelaze magari poema

სახელი *:
Email:
კოდი *:
ძებნა
საათი
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ლექსიკონი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 79
Обсудить опрос на форуме
ონლაინი

chat FX online casino casino las vegas Counters
megobari saiti
http://images.neobux.com/imagens/banner9.gif
Copyright MyCorp © 2014
Create a free website with uCoz