ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონი(ბიოგრაფია) - 20 აპრილში 2010 - kembriji
ოთხშაბათი, 23.07.2014, 00:00
www.kembrij.tk შეიცანი სამყარო ჩვენთან ერთად
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ისტორია
გეოგრაფია
მეცნიერება
რელიგია
ტექნიკა
გამოჩენილი პიროვნებები
სასაცილო
ლიტერატურა
ამოუცნობი
სხვადასხვა
ფილმები
ელ. წიგნები
საჭირო პროგრამები
ინფო
Узнай свой IP адрес
მორბენალი სტრიქონი
ჩათი
200
მთავარი » 2010 » აპრილი » 20 » ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონი(ბიოგრაფია)
22:41
ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონი(ბიოგრაფია)


ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონი

ოჯახი და ყრმობა


ბაირონის დედა ეკატერინე გორდონ ოფ-ჰაიტი, თავს შოტლანდიის მეფის, იაკობ პირველის, ქალიშვილის, ანა-იზაბელა სტიუარტის, შვილიშვილის შვილად მიიჩნევდა თავს. ამდენად,ქორწინება დიდგვაროვან არისტოკრატთან,ჯონ ბაირონთან, მის ღირსებას შეეეფერებოდა, თუმცა, ქალბატონმა ბაირონმა შეცდომა დაუშვა, ის ცოლი გახდა "ყველაზე თავზეხელაღებული ინგლისელისა, ფუქსავატი პარიზელების აურზაურსა და ლოთობას რომ გადააყოლა თავი”. და ძალიან მალე მევალეებისგან დევნილმა საშინელ სიღატაკეში დალია სული.აი ,ამგვარ ოჯახში დაიბადა დიდი ინგლისელი პოეტი ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი 1788 წლის 22 იანვარს.

ბავშვი დაბადებიდანვე ხეიბარი, კოჭლი იყო და ამ ნაკლს იგი ძალიან განიცდიდა. ბაირონის

ჰაროუს არისტოკრატთა სკოლაში სწავლისას, 1798 წ, ბრძოლაში დაიღუპა "მეხუთე ლორდის”, უილიამ ბაირონის, შვილი და და ამის გამო ლორდ ბაირონის მეექვსე ტიტული მოულოდნელად 10 წლის ბიჭუნაზე გადავიდა. ამრიგად, ავადმყოფრად თავმოყვარე, ფიცხი, ამაყი, გულჩათხრობილი და მეტისმეტად მგრძნობიარე ბაირონი თუმცა ლორდი გახდა, მაგრამ კვლავ "გუდამშიერ აზნაურად” დარჩა.ძლიერმა სიფიცხემ ბაირონი ძალზე მგრძნობიარე და გოლკეთილი გახადა სუსტი და ავადმყოფი თანაკლასელების მიმართ. იგი მათი ქომაგი და დამხმარე იყო. თავდაუზოგავად იცავდა უხეში და ღონიერი მოწაფეების ძალმომრეობისაგან. სწორედ ამის გამო იყო , რომ იგი საერთოდ ავადმყოფურად განიცდიდა ადამიანთა ტანჯვას. ეს გრძნობა იმითაც მძაფრდებოდა ,რომ კარგად ჩაცმულ, მდიდარ მოსწავლეებს, ახლადგამოჩეკილ მეფაბრიკეებისა და მექარხნეტა შვილებს, ფული არასოდეს აკლდათ და დროს ჰაროუს სპორტულ მოედნებზე ატარებდნენ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის , რომ თოთხმეტი წლის კოჭლ ბაირონს თავი ყოველთვის დამცირებულად ეგრძნო. თუმცა ცალი ფეხი ოდნავ ღალატობდა, სამაგიეროდ ,ლამაზ, მაგრამ ზომაზე მეტად ჩასუქებულ ბიჭს მკლავში ღონე ერჩოდა და აი, მან დაიწყო ცურვაში ვარჯიში. მალე საუკეთესო მოცურავეც გახდა,ტოლებში პატივისცემა მოიხვეჭა,მაგრამ ახლა, ჩამომავლობით სიმსუქნეზე გადაუკრეს გესლიანი სიტყვა და მტკივნეულად შეულახეს თავმოყვარეობა, სროლით, ცხენოსნობით და ცურვით გატაცებულმა ბაირონმა თავისთავს ისეთი მკაცრი დიეტა დაუწესა, რომელსაც ვერც ერთი ორგანიზმი ვერ გაუძლებდა.

1805 წლის ოქტომბერში ბაირონი შევიდა კემბრიჯის " წმინდა სამების კოლეჯში”, რომელიც მაშინდელ ინგლისის უმაღლეს სასწავლებელს უთანაბრდებოდა. აქ იგი მეცნიერების შესწავლას, სერიოზულ კითხვას სპორტით, კრივით, გატაცებას , ბანქოს და "ალკოჰოლის სმის ხელოვნებას” უთავსებს. ბაირონმა კემბრიჯსა და სოუტვილს (დედამისი იქ ცხოვრობდა) შორის მგზავრობისას დაიწყო პირველი ლექსების წერა.

1806 წელს ქვეყნდება მისი ოცდათვრამეტი ლექსი "მცირე თხზულებათა” ("Fugitive pieces”) სახელწოდებით. ამ კრებულის მთელი ტირაჟი შემდეგ ბაირონმა მთლიანად შეიძინა და დასწვა. ერთი წლის შემდეგ კი, ავგუსტა ბაირონის და დრაგუნთა პოლკოვნიკის ლის ქორწინების დღეს, გამოვიდა ბაირონის მეორე კრებული "ლექსები დაწერილი სხვადასხვა შემთხვევათა გამო”, რომელშიც ორმოცდარვა ლექსი შედიოდა. ამ კრებულიდან შეიქმნა ცნობილი "დასვენების საათები”.

1809 წლის 22 იანვარს, ზუსტად იმ დრეს, როცა ბაირონი სრულწლოვანებას ზეიმობდა, უეცრად გუნება გაუფუჭდა. სწორედ მაშინ დაატყდა სეტყვასავით "ქაღალდის ტყვიები” (ასე უწოდებდა ბაირონი "ედინბურგელ მიმომხილველს”), როცა თავდაჯერებულ ჭაბუკს თავი "ცხოვრების მეფედ” მიაჩნდა , გაბედულად შეყურებდა მომავალს და არავიტარ ხიფათს არ ელოდა. მისი "დასვენები საათების” სატიტულო ფურცელზე მოთავსებულმა მცირე მინაწერმაც კი("არასრულწლოვანია ბაირონი”)პრესის გესლიანი დაცინვა გამოიწვია, როცა რამდენიმე თვის შემდეგ უკვე სრულწლოვანი ბაირონი ლონდონში გამოჩნდა, ჭაბუკი ყოველ ნაბიჯზე მქირდავ მზერას ხვდებოდა. საცოდავ ლორდს "ლიტერატურით სურს თავის რჩენაო”

ბაირონმა ლორდთა პალატაში ხანგრძლივი დავისა და სამემკვიდრეო საბუთების შემოწმების შემდეგ ლორდის ტიტულის ტარების უფლება მიიღო .მას უმაღლეს საკანონმდებლო პალატაში პირველი საპარლამენტო სიტყვით გამოსვლა დაევალა. ყველა იმ საკითხთა შორის , რომელიც ლორდთა პალატას უნდა განეხილა , ბაირონმა ნოტინგემელი ფეიქრების იმ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აჯანყება აირია.

პალატაში რომ გამოსულიყო, ბაირონს ამომწურავი მასალა სჭირდებოდა ფეიქართა აჯანყების შესახებ. მას კი მხოლოდ ოფიციალური ცნობები ჰქონდა ხელთ. ეს კი საკმარისად არ მიაჩნდა ახალგაზრდა ლორდს, რომელსაც ფეიქართა ცხოვრებისა და შრომის უფლებების დაცვა ჰქონდა გადაწყვეტილი. მისთვის საჭირო ვრცელი მასალის შესაგროვებლად ბაირონი შემთხვევის ადგილზე, ნოტინგემში, გაემგზავრა, გაერკვა შექმნილ სიტუაციაში და ლორდთა პალატის წინაშე კადნიერი,მაგრამ არაჩვეულებრივად დამაჯერებელი სიტივით წარსდგა, რომელშიც დაადანაშაულა არსებული პოლიტიკური რეჟიმი და საწარმოთა პარტნიორები, მუშათა სიკვდილით დასჯის ბილის ავტორებს და ყველას დაამახსოვრა თავისი სახელი. ბაირონი ლორდთა პალატაში კიდევ რამდენჯერმე გამოვიდა მისთვის ჩვეული პირდაპირობითა და კეთილშობილურობით და თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა 1813 წელს დაამთავრა .


პირადი ცხოვრება


ათასნაირმა მითქმა-მოთქმამ უბრწყინვალეს პოეტ ბაირონზე, ლონდონის მაღალი საზოგადოების ქალების ზედმეტი ყურადრება მიიპყრო. ერთმა მათგანმა, სახელდობრ კაროლინა ლემმა დიდი ხნით დაიპყრო პოეტის ყურადღება. კაროლინა ლენთან დამოკიდებულება არ იყო სერიოზული გატაცება. ეს იყო მსუბუქი, სუსტი და მერყევი ურთიერთობა. შესაძლოა წინაგრძნობამ, რომ ეს ურთიერთობა მტკიცე არ იქნებოდა, აიძულა პოეტ ბაირონზე შორით შეყვარებული კაროლინა, უარი ეთქვა ბაირონთან პირად შეხვედრაზე. კაროლინა ლემმა საკმაოდ უხეშად შეურაცხყო ბაირონი იმით,რომ უარი განაცხადა გაცნობაზე,როცა მისი წინდაუხედავი მეგობარი ქალი მათ გაცნობას შეეცადა. ლედი მელბურნისა და ლედი ჰოლენდის სალონებში ისინი მაინც შეხვდნენ ერთმანეთს. და აი, მოულოდნელი ვიზიტი: სამეფო პაჟის კოსტიუმში გამოწყობილი კაროლინა ლემი თვითონ შეიჭრება პოეტის ბინაში. თუ თავდაპირველად ბაირონს სიამოვნებდა ამ ქალთან შეხვედრა, შემდეგ ცოფს ყრიდა, როცა ეს პაჟი ყველგა ხვდებოდა, პარლამენტის დერეფნებსა თუ საზოგადოებრივ დაწესებულებათა კიბეებზე, ფეხდაფეხ დასდევდა, ეძახდა და ეწეოდა თავის მსხვერპლს. ბაირონი ყოველნაირად ცდილობდა თავი დაეღწია ამ ქალისაგან. მას სრულიადაც არ სურდა წაჩხუბებოდა კაროლინას მეუღლეს-ირონიულსა და უდარდელ პოლკოვნიკ ლემს, აზრად არ ჰქონია შეერთო ქმარგაყრილი მანდილოსანი. გარდა ამისა უკვე დიდი ხანი იყო ბევრად უფრო სიამოვნებდა ლედი ფრენსის ვებსტერის და ლედი ოქსფორდის საზოგადოება.
1815 წელს ბაირონმა ცოლად შეირთო ანაბელა მილბენკი. აი რას წერდა იგი თომას მურს:”ძვირფასო მურ! მე ცოლს ვირთავ, ე. ი. ჩემი წინადადება მირებულია, ხოლო დანარჩენი ჩვეულებრივად თავის რიგზე წავა.ამ ლედის გვარია მის მილბენკი და მამამისმა მიმიწვია, როგორც სასიძო, მაგრამ ჯერ ვერ ვესტუმრები, ვიდრე ლონდონში ზოგიერთ საქმეს არ მოვაგვარებ და ლურჯ ფრაკს არ შევიძენ.
ამბობენ მის მილბენკი მემკვიდრეაო, მაგრამ რისი მემკვიდრე, მართალი გითხრათ, არ ვიცი და ალბათ არც ვიკითხავ. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემი საცოლე ნიჭიერი ქალიშვილია შესანიშნავი თვისებები გააჩნია; ვფიქრობ, თქვენც ვერ უარყოფთ მის გონიერებას, როცა გაიგებთ,რომ მან უარი უთხრა მისი ხელის ექვს მაძიებელს, ჩემი წინადადება კი მიიღო.
თუ თქვენ რაიმე საწინააღმდეგო გაქვთ, სათქმელი გულახდილათ მითხარით. ჩემი გადაწყვეტილება ბოლომდე მოფიქრებულია, არჩევანი გაკეთებულია და საქმე გადაწყვეტილი. შემიძლია მოვისმინო სხვადასხვა მოსაზრებები, რადგან ისინი ახლა ვერავითარ ზიანს ვეღარ მომაყენებენ. რასაკვირველია, მე სავსებით უნდა გამოვსწორდე. ისე კი, ხუმრობაგაშვებით , თუ შევძლებ ხელი შევუწყო მის ბედნიერებას, ჩემი ბედნიერება უზრუნველყოფილი იქნება. იგი ისეთი მშვენიერია, ისეთი, რომ . . . რომ მოკლედ მინდა მეც უფრო უკეთესი ვიყო”.
ბაირონის აღმაფრენა და სიყვარული მარადიული არ აღმოჩნდა და ხასიათის სხვადასხვაობამ, ხშირმა კინკლაობამ, ცხოვრებაზე სხვადასხვაგვარმა შეხედულებამ ერთ დროს მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ადამიანებად აქცია.
ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის. 1817-იდან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ.ვენეციაში ცხოვრების პერიოდში ჯორჯ გორდონ ბაირონმა შემთხვევით გაიცნო ტერეზა გვიჩიოლი. მოუცლელმა და სამუშაოს წვრილმანებში ჩაძირულმა პოეტმა ვერ შეძლო ჩასწვდომოდა საკუთარ გრძნობას ,რომელიც ამ შეხვედრისას ჩაესახა .
1823 წელს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა.
19 აპრილს ბაირონი გარდაიცვალა. ბოლო ფრაზა მან იტალიურად წარმოთქვა:” Jo lascio qualche cosa di caro nel mondo”-"ამქვეყნად ჩემთვის რაღაც ძვირფასს ვეთხოვებიო”.
შემდეგ გადმობრუნდა, ერთი წამით თვალები გაახილა და ხმამაღლა წარმოთქვა:”ახლა კი დავიძინებ” და მიიცვალა.


ბაირონი და საქართველო


ბაირონი ცხოვრებაში იყო პერიოდი , როცა იგი ეწვია უცხო ქვეყნებს. მოინახულა კუნძული მალტა, პორტუგალია, ალბანეთი, ესპანეთი, თურქეთი, საბერძნეთი. ამ პირველ მოგზაურობაში მას კომპანიონობას უწევდა მისი კემბრიჯელი მეგობარი, მომავალში ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯონ კემ ჰობჰაუზი. მათ, აგრეთვე, თან ახლდათ ბაირონის უსაყვარლესი პაჟი რობერტ რაშტუნი და ბაირონის მსახური ვილიამ ფლეტჩერი. ჯორჯ სანდერსის ცნობილ ტილოზე ბაირონი რობერტ რაშტონთან ერთადაა გამოსახული წყალში შეცურებული ნავის ფონზე. ეს ტილო სანდერსს შეუსრულებია იმ პერიოდში, როდესაც ბაირონი აღმოსავლეთში გამგზავრებამდე ლონდონში იმყოფებოდა.
ისინი ბრიტანეთის საზღვაო ქალაქ ფალმაუსში ჩადიან. ბაირონი აღფრთოვანებულია ქალაქის სილამაზით და ერთ-ერთი მეგობრისადმი აქედან მიწერილ წერილში შემდეგს ვკითხულობთ:
"საამებელი და ამაღელვებელი მხარეა, არა მგონია, თავად საქართველოს შეეძლოს მეტოქეობა გაუწიოს მას… ჩვენ აქ ჰიაცინტებითა და სხვა სურნელოვანი ყვავილებით ვართ გარშემორტყმულნი, ვაპირებ, გავაკეთო ლამაზი თაიგული და იმ ეგზოტიკას შევადარო, რისი ნახვაც აზიაში მელის. ერთ ნიმუშს აუცილებლად თან წავიღებ”
ბაირონი გეგმავდა კიდეც საქართველოს მონახულებას. ყოველ შემთხვევაში ეს ასეა გაცხადებული მის მწარე სატირაში "English Bards and Scotch Reviewers”-"ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველები”, რომელიც პოეტმა ორიოდე თვით ადრე დაწერა.
სატირა მიმართულია საკმაოდ ავტორიტეტული ჟურნალის საპასუხოდ, რომელმაც გამანადგურებლი რეცენზია გამოაქვეყნა მის პირველ ლექსთა კრებულზე. მისი მოგზაურობის გეგმებიც ამ ნაწარმოებში ჰპოვებენ გამოძახილს.
პოეტი ემშვიდობება ბრიტანეთს ხომალდი იალქნის ასაშვებადაა გამზადებული მას აფრიკის ნაპირები, გიბრალტარის კლდოვანი მთები და სტამბულის მინარეთები ელია. "და იქიდან კი, - ამბობს პოეტი, -

"მინდა ვეწვიო სილამაზის მშობლიურ მხარეს,

სად კავკასიონს კლდით შემოსილს, პირქუშს, მრისხანეს

გვირგვინად ადგას დიდებული თეთრი მყინვარი.”

"სილამაზის მშობლიურ მხარეში” საქართველო იგულისხმება. ბაირონის პოეტურ თხზულებათა სრულ კრებულში, რომელიც ჯერ კიდევ XIX ს. გამოიცა ტომას მურის, ვოლტერ სკოტის, სამუელ როჯერსისა და სხვათა მონაწილეობით, აღნიშნულ ფრაზას თან ახლავს ერთსიტყვიანი კომენტარი "GEORGIA” - საქართველო. ამ პოეტური სტრიქონის შინაარსი კი ისევე როგორც ფალმაუსიდან მიწერილი წერილი, უცნობი რჩებოდა საქართველოსათვის.
მარად ჭეშმარიტი შთაგონების წყაროა ბაირონისათვის კავკასიონი. შთამბეჭდავია სცენა, რომელიც კავკასიონის მთების ფონზე თამაშდება მისტერიაში "ცა და დედამიწა”. "სარდანაპალში” კი ქალის წამოწითლებულ სახეს პოეტი კავკასიონზე დაისის მზით ავარდისფრებულ ქათქათა თოვლს ადარებს. "ღრუბლებით გარსშემოვლებული კავკასიონი, სადაც არწივები ბუდობენ”, მისი გმირებისთვისაც საოცნებო მხარედ ქცეულა. ასურეთის უკანასკნელი მეფე სარდანაპალი ასე მიმართავს მიჯნურ ქალს: "ნეტავ კავკასიონის მთებში პატარა ქოხში მაცხოვრა შენთან ერთად. მე იქ შვებით დავთმობდი გვირგვინს ყვავილების გვირგვინის ფასად”.
კავკასიონისა და კავკასიის ცოდნა ბაირონისათვის მარტო საქართველოს ცოდნით არ განისაზღვრება. იგი არა ერთხელ მოიხსენიებს არარატის მთას, სომხეთს თუ ჩერქეზეთს. აღსანიშნავია, რომ 1816-17 წლებში, იტალიაში ყოფნის დროს ბაირონი ხშირი სტუმარია ვენეციიდან ორი მილის დაშორებით მდებარე წმინდა ლაზარეს კუნძულისა სადაც 1717 წლიდან მხიტარისტების სომხური მონასტერი მოქმედებდა. ბაირონი დაინტერესებულია სომხურით, როგორც აღმოსავლურ ენათაგან ერთ-ერთი ურთულესი ენით, და უცდია კიდეც იქ ყოფნის პერიოდში დაუფლებოდა მას.
მაგრამ თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ სულიერ სიახლოვეს, მაშინ კავკასიის ქვეყნებს შორის, და არა მარტო კავკასიისა, საქართველო განსაკუთრებულად წარმოჩნდება - ის რაც ასე შთამბეჭდავად დააჩნდა ბაირონის სულსა და შემოქმედებას, კერძოდ პრომეთე და მედეა,- მკვეთრად ატყვია ქართულ მითოსსა და ქართულ ხასიათს.
  ირკვევა, რომ "თირზა”, რომელიც უცნობი რჩებოდა დღემდე, ქართველი ყოფილა!!! ქართველი ქალის ტრაგიკულმა ბედმა შეძრა ბაირონი, რაც მის შემოქმედებაში ახმიანდა.


 თირზა


1809-1810 წლებში, მცირე აზიაში მოგზაურობის დროს, ალექსანდრიაში, მონათა ბაზარზე ლორდ ბაირონი შესწრებია საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ჩამოყვანილი ტყვე-ქალების საჯარო გაყიდვას. მისი ყურადღება მიუპყრია ერთ ძალზედ ლამაზ ქალიშვილს, რომელიც, ჩანდა, აგონიაში თავის ბედკრულ მდგომარეობას და ხმამაღლა მოსთქვამდა. მისი უგანათლებულესობა იქაურ დიალექტს, - ლინგვა ფრანკაზე, შუა აზიაში, თურქეთსა და საბერძნეთში რომ იყო მიღებული, - დალაპარაკებია მას. მართალია გაჭირვებით, მაგრამ ქალიშვილს მაინც გასაგებად აუხსნია მისთვის, რომ ის იყო ქრისტიანი მშობლების ერთადერთი შვილი, დაბადებული საქართველოში, თბილისში, შეძლებული მემამულის ოჯახში, და რომ ის ქურთებს მოუტაციათ იმ დროს, როდესაც ცხვარს თამაშით გასდევნებია მამამისის საძოვრებზე. გოგონა უკვე რამდენჯერმე ყოფილა გაყიდული და ახლა მის პატრონს იგი ალექსანდრიაში ჩამოეყვანა, საიდანაც ქალებს, როგორც პირუტყვს, კონსტანტინოპოლში მიერეკებოდნენ. გოგონა სამშობლოში დაბრუნებას იხვეწებოდა და იმის თქმაც მოუხერხებია, ჩემი ერთი ნახვისთვის მშობლები მთელ ქონებას გაიღებენო.

ბაირონს, მისთვის ჩვეული კიხოტური მანერით, უმალ გადაუწყვეტია ქალიშვილის განთავისუფლება და მონებით მოვაჭრეს ფასზე მოლაპარაკებია. მას გოგონა 800 პიასტრად უყიდია და დროებით ინგლისის კონსულის ოჯახში მოუთავსებია, თვითონ კი შესდგომია გზების ძებნას, რომ ქალიშვილი სამშობლოში დაებრუნებინა.

გოგონა 13 წლის ყოფილა. ბაირონს კარგად მოეხსენებოდა, რომ ამ ასაკში აღმოსავლეთში ქალი ხშირად დედაც კი ხდებოდა. თუმცა ბაირონი, რომელიც მაშინ თვითონაც ძალზედ ახალგაზრდა - 22 წლის უნდა ყოფილიყო, მშვენიერ ქალიშვილში მხოლოდ ბავშვს ხედავდა და გულწრფელად სურდა, მისთვის დიდი ბედნიერება მიენიჭებინა - სამშობლოში დაებრუნებინა. ქალიშვილის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ ღვთისაგან მოვლენილი უცნობი მას შინ დაბრუნებას უპირებს. ალექსანდრიიდან თბილისისაკენ ქარავანი სამ წელიწადში ერთხელ თუ წავიდოდა და, სამწუხაროდ, იგი სულ ახალი გამგზავრებული ყოფილა. ბაირონს გაუგია, რომ თბილისს მიემგზავრებოდა ირლანდიელი სერ ჰენრი ფლეტჩერი, რომელიც მოგზაურობასთან ერთად აბრეშუმითა და შალით ვაჭრობით იყო დაინტერესებული. ლორდ ბაირონსაც მისთვის თხოვნით მიუმართავს და ამ სამსახურისათვის საკმაო თანხაც შეუთავაზებია. ბაირონთან შედარებით ფლეტჩერი, მიუხედავად დიდებული წარმოშოისა, ძალზე მოკრძალებული ქონების პატრონი ყოფილა და ამ წინადადებას სიამოვნებით შეხვედრია, ფული წინასწარ მიუღია. ბაირონს უთხოვია მისთვის, ქალიშვილი მშობლებისთვის პირადად ჩაებარებინა, ხოლო მათგან ამის დამადასტურებელი წერილი გამოეგზავნა. მიუხედავად მოგზაურისაგან მიღებული პატიოსანი სიტყვისა, ბაირონს მხლებელი პირისათის ფარულად გაუტანებია წერილი თბილისში, რათა ის იქ ერთ-ერთი აგენტისათვის გადაეცათ. ბაირონი სთხოვდა აგენტს, მისთვის გოგონას ჩაბარების ამბავი ეცნობებინა. წინდახედულ ლორდს იმის განკარგულებაც გაუცია, რომ ქალიშვილისათვის ბიჭის სამოსელი შეეძინათ და შიგ ძვირფსი ქვები გამოეკერათ, რათა მოულოდნელი გასაჭირის შემთხვევაში საკუთარი თავის შველა შესძლებოდა. დამშვიდობებისას ბაირონს უთხოვია გოგონასთვის, გზიდან პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ეცნობებინა თავისი ამბავი.

ქალიშვილისგან წერილი არ მოსულა, მაგრამ აგენტი იტყობინებოდა, რომ ფლეტჩერი თბილისში მის გარეშე ჩავიდა, ხოლო შეკითხვაზე - სად იყო გოგონა, ფლეტჩერს უპასუხია: "ბაირონმა აზრი შეიცვალა და ტყვე-ქალი თავისთვის დაიტოვაო”.

ბაირონისათვის უკვე დღესავით ნათელი იყო, რომ მას უღალატეს, და ის ამ ამბავს გაურკვეველს არ დატოვებდა.

ბაირონს ხელახლა გაუგზავნია წერილები თბილისში, ახლა უკვე თურქი კურიერის საშუალებით, სადაც სთხოვდა იმავე აგენტს, გაერკვია, ხომ არ მალავდა ფლეტჩერი ქალს და რა გზით აპირებდა თბილისიდან გამგზავრებას. პასუხად მიუღია ცნობა, რომ ფლეტჩერს მართლაც ახლდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გულმოდგინედ მალავდა და მასთან ერთად აპირებდა ევროპაში გამგზავრებას ოტომანთა იმპერიის გავლით. ბაირონს წინდაწინ მოუნახულებია წერილში აღნიშნული სანაპირო, საიდანაც ფლეტჩერი აპირებდა გამგზავრებას, პირადად სწვევია ფაშას და მისთვის ჩვეული მჭერმეტყველებით ქალიშვილის ამბავი გაუგია. ფაშა გულგრილი არ დარჩენილა და დახმარებაც აღუთქვამს.

აგენტის ცნობა გამართლებულა. ფლეტჩერი მართლაც ჩაუვარდა ფაშას, რომელმაც უმალ აცნობა ახალგაზრდა ლორდს ირლანდიელი ქრისტიანის დაპატიმრების ამბავი,ხოლო მისი თანმხლები ახალგაზრდა ქალის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინა. წერილის მიღებისთანავე ბაირონი დაუყოვნებლივ გამგზავრებულა ფაშასთან და ახალგაზრდა ქალში თავისი უფაქიზესი ზრუნვის საგანი ამოუცვნია. მათი განშორების შემდეგ უკვე 14 თვე ყოფილა გასული. ქალიშვილი საგრძნობლად შეცვლილიყო უარესობისაკენ და მის ჯანმთველობას ბზარიც გასჩენოდა. გამგზავრებიდან მესამე დღეს ფლეტჩერს ძალისათვის მიუმართავს, რათა გოგონა თავის ხასად ექცია. ქალს, როგორც საკუთარ ტყვეს, ისე ეპყრობოდა. მისი ძვირფასეულობაც თვიტონ მიუთვისებია, ხოლო ჯალამბარიდან ფეხსაც არ ადგმევინებდა, რათა მისი არსებობა იქ მყოფთათვის შეუმჩნეველი დაჩენილიყო. თბილისი ისე გაუვლიათ, რომ საქართველოს ცა თვალით არ დაანახა და საბრალოს ამის შესახებ ვერც ვერაფერი შეუტყვია.

განაწამები და იმედ ჩამქრალი უკვე ბედსაც შეგუებოდა და ცხოვრებისაგან კარგს აღარაფერს ელოდა. მაგრამ ბაირონის გამოჩენას ერთიანად შეუძრავს ქალიშვილი და მასში წარსულის ყველა უსათნოესი განცდა გაუცოცხლებია: დედ-მამა, სახლი, სამშობლო, ბოლო იმედი… ქალი სიხარულისაგან ბაირონს ყელზე შემოხვევია და დაუკოცნია ის. სიცილს ტირილი ენაცვლებოდა, ტირილს - სიცილი. ხმამაღლა კისკისებდა და აქეთ იქით დაჰქროდა, კაცს ეგონებოდა, გაგიჟდაო. შემდეგ თურმე გულში ჩაეკრა თავის ერთადერთ ჭირისუფალს და ესე დიდხანს, დიდხანს მოსთქვამდა. როგორც ავტორი დასძენს, ამ ამბის წარმოდგენა უფრო ადვილია ვიდრე მისი აღწერა.

გვჯერა, ქალიშვილი გუმანით, ალბათ, აუცილებლად იგრძნობდა, რომ თვალის მომჩრელი სილამაზის მამაკაცის მამაკაცის სახით მის წინაშე იდგა ხორცშესხმული ღმერთი სიყვარულისა, რომელშიც ღვთიური სიწრფელე და ცამდე ამაღლება კაცურკაცობასთან შერწყმული ცოცხლობდა.

ბაირონს მისთვის პირობა მიუცია, რომ სამშობლოში აუცილებლად დააბრუნებდა და კონსტანტინოპოლში წაუყვანია. იქ ის შვედი ელჩის ოჯახოსათვის მიუბარებია, სადაც განსაკუთრებით ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე. თბილისისაკენ ქარავანი დაახლოებით 9 თვეში უნდა გამგზავრებულიყო. ეგონათ, ეს დრო საკმარისი იქნებოდა ქალიშვილის გამოჯანმრთელებისათვის. მაგრამ იმ დროს, როდესაც ბაირონი იქ არ იყო და თავის ნანატრ მოგზაურობას აგრძელებდა, ქალის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულა. ბაირონის მეგობარს გადაუწყვეტია ქალის წაყვანა კუნძულ კრეტაზე იმ იმედით, რომ კუნძულის ჰავა წაადგებოდა მის დასუსტებულ ჯანმრთელობას. მაგრამ მოხდა ისე, რომ კუნძულზე ჩასვლა ქართველი ქალისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში ის იმ კუნძულზე, ქალაქ კანდიაში (ახლანდელი ირაკლიონი) გარდაიცვალა. სულთმობრძავს ბაირონის სახელი აღმოხდენია. მას თურმე ყველაზე მეტად ელოდა.

როგორც ავტორი აღნიშნავს, გოგონა დაკრძალეს ქ. კანდიაში ბერძენთა სასაფლაოზე ქალაქიდან ერთი მილის მოშორებით.

ბაირონს მტკივნეულად განუცდია ქალიშვილის სიკვდილი და გულწრფელად დაუტირია ის. ბაირონის დაკვეთით საფლავზე ქვის ძეგლი დაუდგამთ და ზედ ამოუტვიფრავთ ქალის სახელი და გვარი, მის თავს დატრიალებული ამბავიც.



კატეგორია: გამოჩენილი პიროვნებები | ნანახია: 2600 | დაამატა: komandori | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
ძებნა
საათი
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ლექსიკონი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 79
Обсудить опрос на форуме
ონლაინი

chat FX online casino casino las vegas Counters
megobari saiti
http://images.neobux.com/imagens/banner9.gif
Copyright MyCorp © 2014
Create a free website with uCoz